

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება გრძელდება. გარკვეულ სოფლებში კი სარწყავი არხების გაწმენდის და სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
რაც შეეხება კონკრეტული ლოკაციებს, სადაც აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა, კეთიმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგება დასრულდა სობისსა და კარალეთის დევნილთა დასახლებაში. სარწყავი არხები გაიწმინდა ახალდაბაში, კარალეთში, შერთულსა და ატენში. სტიქიური ნაგავსაყრელი კი ქვახვრელში დასუფთავდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება