საზოგადოება
23.09.2025 11:11
მერეთსა და ტირძნისში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მერეთსა და ტირძნისში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
ღონისძიება „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა - „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში მოეწყო და ადგილობრივებს ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მოემსახურა.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მოქალაქეებმა, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილურ ამბულატორიულ ავტომობილში, კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობით, ჩაიტარეს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს სკრინინგი.
გარდა ამისა, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს B და C ჰეპატიტების, აივ/შიდსის, გლუკოზის და არტერიული ჰიპერტენზიის კვლევები ჩაუტარა.
მერეთში აქციას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი ესწრებოდნენ.
კვირის ამბები