კულტურა
23.09.2025 14:57
საგუნდო მუსიკის ფესტივალი იწყება - მუსიკალურ საღამოებს გორის თეატრი უმასპინძლებს

დღეს, 23 სექტემბერს, 18:30 საათზე საგუნდო მუსიკის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. მუსიკალურ საღამოებს, 26 სექტემბრის ჩათვლით, გორის თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე თბილისის ქალთა გუნდი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების სტუდენტთა გუნდი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათი გუნდი წარსდგებიან.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში (577 39 03 50), ასევე ვებგვერდზე: Biletebi . Ge შეუძლიათ.

კვირის ამბები