სპორტი
23.09.2025 14:58
გორის კალათბურთის გუნდი „ივერიონის“ ახალი სეზონის შემადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა - ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

გორის კალათბურთის გუნდი „ივერიონის“ ახალი სეზონის შემადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, კალათბურთელებს ახალი მაისურები საზეიმოდ გადაეცათ. კლუბის პრეზიდენტმა ილია ჯოლბორდმა კონსტანტინე ბუზალაძეს სიმბოლურად მისივე სახელობის მაისური გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქის კალათბურთის გუნდი „ივერიონი გორი“ საქართველოს სუპერლიგაში უკვე მესამე სეზონს იწყებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის სახელი ქვეყნის საკალათბურთო ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

ყველაზე მეტად სასიხარულო ისაა, რომ კლუბი არა მხოლოდ გამარჯვებებისთვის იბრძვის, არამედ პატარა კალათბურთელებსაც ზრდის. სწორედ აქედან იწყება ჩვენი ქალაქის სპორტული მომავალი და მადლობა ამისთვის. დაუვიწყარი თამაშების ახალ სეზონს გისურვებთ“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ცნობისთვის, საკალათბურთო კლუბი „ივერიონი-გორი“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2022 წელს დაფუძნდა.

კვირის ამბები