საზოგადოება
23.09.2025 15:00
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლების და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის საგამოცდო რეგისტრაცია 25 სექტემბერს დაიწყება

არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლების და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

„გამოსაცდელებმა, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

გამოცდები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება. ცენტრი, ასევე, საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას გეგმავს“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.

კვირის ამბები