გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VII–XII კლასის მოსწავლეებს ესსეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი სახელწოდებით „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს და ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის ფარგლებში ტარდება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს.
რაც შეეხება გამარჯვებულების გამოვლენას და საპრიზო ფონდს, ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდება 5 ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.
I ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა 500 ლარი, II ადგილზე - 300 ლარი, III ადგილზე - 200 ლარი, IV და V ადგილებზე გასული მოსწავლეები კი 100-100 ლარს მიიღებენ.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 10 ოქტომბერია.
კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 598 71 15 55.