ტურიზმი
24.09.2025 13:08
მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორში გამოფენა მოეწყობა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ჩამოტანილი ნახატების გამოფენა მოეწყობა.

გამოფენის საზეიმო გახსნა 26 სექტემბერს, 15:00 საათზეა დაგეგმილი და ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს ნახატების ნახვა 23 ნოემბრამდე შეეძლება.

რაც შეეხება ორგანიზატორებს, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, კულტურის განვითარებისა ხელშეწყობის სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და შიდა ქართლის ტურისტული კავშირი - „მეგზურის“ ერთობლივი ინიციატივით იმართება.

ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად გასულ წელს უმასპინძლა.

კვირის ამბები