კულტურა
24.09.2025 13:09
გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრმა საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე მიღება გამოაცხადა

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე მიღებას აცხადებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, III-V კლასის მოსწავლეებისთვის ქართული და ინგლისური ენების, ხოლო V-XII კლასის მოსწავლეებისთვის რუსული ენის წრეები იფუნქციონირებს.

რაც შეეხება შემოქმედებით მიმართულებას, მოსწავლეები ქართული ხალხური საკრავების შემსწავლელ (დოლი, ტამტამი, გარმონი) და ვოკალურ ჯგუფებში მიიღებიან.

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 11 68 87.

კვირის ამბები