კულტურა
25.09.2025 11:36
გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს - გაეცანით ღონისძიების 25 სექტემბრის პროგრამას

გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს.

მსმენელის წინაშე, დღეს, 25 სექტემბერს, 19:00 საათზე თსუ-ს სტუდენტური კაპელა, ანსამბლი „თუთარჩელა“ და თელავის ქალთა კამერული გუნდი წარსდგებიან.

ფესტივალი გორის თეატრის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება..

„გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ფესტივალი დიდი მაესტროს შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული. მიმდინარე წელს ფესტივალი გორელი კომპოზიტორის და პედაგოგის ჯემალ ბეგლარიშვილის 85 წლისთავს ეძღვნება და საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები მონაწილეობენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, საგუნდო მუსიკის ფესტივალი გორის თეატრში 23 სექტემბერს გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები