საზოგადოება
25.09.2025 15:47
„გორის დღე 2025“ 28 სექტემბერს გაიმართება - გაეცანით დღესასწაულის პროგრამას

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე - 2025“ 28 სექტემბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული ერისთავის თეატრის მიმდებარედ გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობას თუ აქტივობას მოიცავს.

ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება და მოეწყობა მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები (ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება), საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები და ტურისტული კუთხე და „ჯიპ-ტური“.

„გორის დღე 2025“ ოფიციალურად 14:00 საათზე გაიხსნება.

სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს: 20:00 საათზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ბენდები - „Soft Wave“, „კანუდოსი“ და მუსიკალური ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ წარსდგებიან.

კვირის ამბები