გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება გრძელდება. გარკვეულ სოფლებში კი სარწყავი არხების გაწმენდის და სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
რაც შეეხება კონკრეტული ლოკაციებს, სადაც აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა, კეთიმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგება დასრულდა ზეღდულეთში, სადაც გზებზე ქვა-ღორღი დაიყარა და მოსწორდა.
სარწყავი არხები გაიწმინდა ტინისხიდსა და წითელუბანში. სტიქიური ნაგავსაყრელი კი წმინდაწყლის დასახლებასა და სოფელ ბერშუეთში დასუფთავდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს