კულტურა
29.09.2025 11:54
გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი დასრულდა

გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.

ღონისძიება გორელი კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარიშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა და საქართველოში არსებული აკადემიური საგუნდო კოლექტივები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი ქალაქის კულტურული განვითარებისთვის საგუნდო ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს. გორის მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას მუდმივად მხარს უჭერს და მოხარულები ვიქნებით, თუ ფესტივალი კვლავაც ჩატარდება“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

საგუნდო მუსიკის ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა.

კვირის ამბები