სპორტი
29.09.2025 12:22
რატი ბერიძე ქვიშის ჭიდაობაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე რატი ბერიძე ქვიშის ჭიდაობაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

სპორტსმენი 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, რატი ბერიძე არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა მიმდინარე წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რატი ბერიძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მოჭიდავის მწვრთნელები დავით პოღოსიანი და ოთარ ტლაშაძე არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი საბერძნეთის ქალაქ კატარინში ჩატარდა.

კვირის ამბები