

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა.
სპორტულ აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
შეჯიბრი სპორტის შვიდ სახეობაში (მინი ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი, მძლეოსნობა, ხელბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი და მაგიდის ჩოგბურთი) იმართება.
„მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რეგიონული ეტაპი გაიმართება, გამარჯვებულები ზონალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ. ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობაში და დისციპლინაში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან. ოლიმპიადის ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის საგზურების მფლობელები ხდებიან და, შესაბამისად, საერთაშორისო ღონისძიებაში იასპარეზებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება