საზოგადოება
30.09.2025 15:47
კეთილმოწყობის სააგენტო დაზიანებულ ნაგავშემკრებს კონტეინერებს ახლებით ანაცვლებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერების ახლებით ჩანაცვლებას ახორციელებს. გარკვეულ ლოკაციებზე კი, საჭიროების გათვალისწინებით, ურნების რაოდენობას ზრდის.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დაზიანებული ურნები მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქის ქუჩებში ეტაპობრივად ამოიცვლება.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების განაწილების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერები ამოიცვალა და ასევე, ახალი დაიდგა ვარიანის , ტინისხიდის, შავშვების, ზეღდულეთის, ხიდისთავის, ქვახვრელის, ატენის, ახალუბნის, მეჯვრისხევის, ბერბუკის, შინდისისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

კეთილმოწყობის სააგენტო, გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას და ნაგავსაყრელების დასუფთავებას ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

კვირის ამბები