საზოგადოება
30.09.2025 15:49
აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 906 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 906 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის საერთო ღირებულებამ 698 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა - ექსპორტის მოცულობა - 65 %-ით (356 ტონით), ხოლო ღირებულება - 105 %-ით (357 ათასი აშშ დოლარით).

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა 0.77 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 24 %-ით აღემატება.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც აგვისტო-სექტემბრის პერიოდში 697 ტონა ქართული ვაშლი გავიდა. 150 ტონა ექსპორტირებულია ბელარუსში, ხოლო 59 ტონა – თურქეთში“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები