

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთთან მომხდარ ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
საქაშეთის გადასახვევთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი დაჩი მოგელაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება