

გორელი სუმოისტი დავით აბალაკი ევროპის ჩემპიონატზე 18 წლამდელთა შორის სამი მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენმა ინდივიდუალურ შეჯიბრში +100 კგ. და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გუნდურ ასპარეზობაში კი, საქართველოს ნაკრებთან ერთად, კვლავ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დავით აბალაკი, რომლის მწვრთნელიც მერაბ პაიჭაძეა, არაერთი შეჯიბრის პრიზიორია.
ევროპის ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა. საქართველოს ჭაბუკთა ასაკობრივმა ნაკრებმა შეჯიბრი ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება