სპორტი
02.10.2025 11:17
შიდა ქართლის პირველობაზე ფეხბურთში გორის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა

ფეხბურთში გამართულ შიდა ქართლის პირველობაზე გორის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გორის გუნდი კასპის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

შეჯიბრის გამარჯვებული ხაშურის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ქარელის გუნდი გავიდა.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ. გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.

ცნობისთვის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კვირის ამბები