სპორტი
02.10.2025 11:38
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

ალუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრის გამარჯვებულები დავით ჩოჩიშვილი (29 კგ.), ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) და ლექსო გიგაური (44 კგ.) გახდნენ.

გამარჯვებულ მოჭიდავეთაგან ორი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ალეკო ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

ალუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ცაგერში ჩატარდა.

კვირის ამბები