საზოგადოება
02.10.2025 13:05
შინდისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 13 ოქტომბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, 17 ოქტომბერია.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები