საზოგადოება
02.10.2025 13:38
14-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების სასწავლო კურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

პროგრამირების სასწავლო კურსის - Code-IT პირველ მოდულზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. წარმატებული აპლიკანტები სპეციალური დავალების შესრულების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, ვებგვერდების შექმნის ძირითად ტექნოლოგიებს შეისწავლიან. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ შემდეგი მოდულები. პროგრამა „საქართველოს ბანკთან“ და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

კვირის ამბები