

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93%-ს შეადგენს.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
დღის განმავლობაში 24 საჩივარი დაიწერა, რაც, ძირითად, შეეხებოდა ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის უბნის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.", - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს დროში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს