

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში ხელოვნების უფასო სამთვიანი კურსები დაიწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალი ინიციატივა მშობლის და შვილის ხელოვნების თერაპიულ კლუბს და მინი გალერეაში სამთვიან შემოქმედებით კურსებს აერთიანებს.
მშობლის და შვილის კლუბში 4-9 წლის ბავშვები და მათი მშობლები გაწევრიანდნენ. მონაწილეები გაეცნობიან თიხაზე, პროექტის ფარგლებში, თექაზე მუშაობის და ფარდაგის ქსოვის ტექნიკას. შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს.
რაც შეეხება ხელოვნების უფასო სამთვიან კურსს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9-15 წლის ასაკის ბავშვები და დასაქმების მიღმა მყოფი ქალები მონაწილეობენ, რომლებიც კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის მიმართულებით მიიღებენ ცოდნას.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება