

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 155-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი