

ისტორიაში პირველად, თბილისში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
შეჯიბრი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართება და მონაწილეობას 25 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ორ სხვადასხვა კატეგორიაში განაწილდებიან და ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე შეხვდებიან.
ჩემპიონატი 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება და თბილისის ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქ. №15) უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება