

სსიპ -გორის №12 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 60-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება მასწავლებლობის უფლებით; სასურველია, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება და ტრენინგ-კურსების გავლა ინკლუზიური განათლების საკითხებზე.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 330 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 4 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 7 ნოემბერია მითითებული.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება