

ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც რუმინეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ნახევარფინალში თურქეთს 4:1 სძლია.
რაც შეეხება ფინალს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენს, გიორგი ტერაშვილს მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატი კიშინიოვში (მოლდოვა) ჩატარდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება