

გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „იღბლიანი“ იხილავს.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის.
სპექტაკლში მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი