საზოგადოება
06.11.2025 11:36
„ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ფოტოკონკურსს აცხადებს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე - „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანისთვის ღიაა, მიზანს კი, ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

რაც შეეხება ფოტოსურათების წარდგენის წესებს, თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ხუთი ფოტო;

ნამუშევრებს უნდა ჰქონდეს სათაური და მოკლე აღწერა (მაქს. 150 სიტყვა) - სად და როდისაა გადაღებული, რას ასახავს და ა.შ.

წარდგენილი მასალა არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს (სავაჭრო ნიშანი, პირადი ცხოვრება, პუბლიკაციის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები);

ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტები, ბრენდების სახელები, ლოგოები ან სავაჭრო ნიშნები;

„ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge. ფაილის გადმოსაგზავნად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ფაილგადამცემი სერვისი, მაგალითად,WeTransfer

გამოგზავნისას, მიუთითეთ სახელი, გვარი, ასაკი, კონტაქტი, ფოტოს სათაური და მოკლე აღწერა. წარდგენილ ფოტოებზე დაცული იქნება საავტორო უფლებები“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 23 ნოემბერია.

კვირის ამბები