კულტურა
06.11.2025 11:45
გორის თეატრში დღეს სპექტაკლის - „მუდამ ერთად“ ჩვენება გაიმართება

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დღეს, 6 ნოემბერს, თეატრისმოყვარულებს თანამედროვე რეჟისორი ლუკა ინწკირველი ანკა ვინსდეის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „მუდამ ერთად“ წარუდგენს.

წარმოდგენაში ორი მსახიობი - ელენე დარჩია და ანა ლევენეცი მონაწილეობს.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლზე დასასწრებად დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და 16 წლამდე ასაკის მაყურებლები არ დაიშვებიან.

ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge

წარმოდგენა 19:00 დაიწყება.

კვირის ამბები