

გორში მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, უკვე მოწესრიგდა 50- მდე საცხოვრებელი კორპუსის ეზო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება. საჭიროების შემთხვევაში იცვლება წყალანარინების სისტემებიც.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას გასული წლების მსგავსად ახორციელებს და აღნიშნულ სამუშაოებს წელსაც 100%-ით აფინანსებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე დასრულებულ პროექტებს, მშვიდობის გამზირსა (№12, 14) და ჭონქაძის ქუჩაზე (№ 1, 9, 11) უკვე მოწესრიგებულია ხუთი ეზო“, - აცხადებენ გორის მერიაში.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს