საზოგადოება
07.11.2025 15:36
„ტექნიკური დახმარების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო

სოფლის განვითარების სააგენტომ „ტექნიკური დახმარების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია მიზნობრიობების მიხედვით და 6000 ლარიდან 40 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას შემდეგი  მიზნობრიობებით: სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების მომსახურების თანადაფინანსება; 

ბრენდირების  ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსება.

„სიახლეა ის, რომ წელს, პროგრამას ახალი მიზნობრიობა: უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. ტექნიკური დახმარების პროგრამაში განაცხადები მიიღება, როგორც ელექტრონულად, ელ.ფოსტის document@rda. gov. ge საშუალებით, ასევე, მატერიალურად - სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები