

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 339 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი