საზოგადოება
10.11.2025 10:16
დღეიდან, პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სახელმწიფო პროგრამაში - „დანერგე მომავალი“ (ბაღების კომპონენტში) მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეიდან, 10 ნოემბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.

პროგრამის ახალი რედაქციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250 000 ლარიდან 500 000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750 000 ლარამდე გაიზარდა.

ცვლილებები შეეხო, ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი.

„დაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, არაუმეტეს 40%-ისა.

დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ, არაუმეტეს, 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია არაუმეტეს 750 000 ლარით“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.

კვირის ამბები