საზოგადოება
10.11.2025 15:38
ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის, საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ბორის გოგოჩაიშვილი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ბორის გოგიჩაიშვილს ალკოჰოლური სასმელების უკანონო წარმოებაზე წარუდგინეს ბრალდება და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით კი, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საპატიმრო პირობები არასაპატიმრო პირობებით შეეცვალა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული
ბორის გოგიჩაიშვილი ონკოლოგიური პაციენტი იყო და ბოლო პერიოდში ინტენსიურად მკურნალობდა.
კვირის ამბები