
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები შეაჯამეს.
საბჭოს სხდომაზე შეკრებილებმა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებით დაფინანსებულ პროექტებზე იმსჯელეს და საჯარო სკოლების გამართული ფუნქციონირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ოთხივე მუნიციპალიტეტში პროექტები ვადების სრული დაცვით შესრულდა.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.