

საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების გუნდები მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება და გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება