

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების განახლება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლებსაც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, სოდიუმის და ეკო ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების და მონიტორინგის საფუძველზე ახორციელებენ.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც გარეგანათების დაზიანებული ნათურები უკვე შეიცვლა, გორში მდებარე ჯავახიშვილის და არაგვის ქუჩებია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება