საზოგადოება
12.11.2025 12:19
მართვის მოწმობის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად გახდა შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად გახდა შესაძლებელი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან - sa. gov. ge, ასევე, აპლიკაციის - Service Agency მეშვეობით.

შეგახსენებთ, საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. აღნიშნულის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე, რა დროსაც გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. პირს მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კვირის ამბები