

გორის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ქრისტესიაშვილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსის - „ჩემი წილი სუფთა ჰაერი“ გამარჯვებულია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა. ხუთეულს პრიზის სახით ვაუჩერები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
„ესსეების კონკურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობებს, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება