კულტურა
12.11.2025 13:18
გორის თეატრში 20 და 21 ნოემბერს „იღბლიანის“ საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან

გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.

20 და 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „იღბლიანი“ იხილავს.

სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის.

სპექტაკლში მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.

კვირის ამბები