საზოგადოება
12.11.2025 13:56
საჯარო მოხელეთა პოლიციასა და თავდაცვის სისტემაში დასაქმებულთა ანაზღაურება იზრდება

2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ 2026 წელს, ასევე გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

„თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სამინისტროებთან, რა დროსაც ხდება პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა, რომლის დასრულების შემდეგაც, მომდევნო 2 კვირის ვადაში ჩამოყალიბდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. გარკვეული ცვლილებები შევა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს განსახილველად“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა

კვირის ამბები