

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ გორელ სპორტსმენებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები ანზორ ხმიადაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი, თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მერაბ სულეიმანიშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კრივში ლიზა ლობჟანიძე და მათი მწვრთნელები - არჩილ ბარამიძე და ბადრი ყულუმბეგაშვილი მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს