სპორტი
17.11.2025 12:42
თავისუფალ ჭიდაობაში გამართული რაჭის ღია პირველობა გორელმა სპორტსმენებმა 20 მედლით დაასრულეს

შვიდი - პირველი, ხუთი - მეორე და ოთხი მესამე ადგილით დაასრულეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თავისუფალ ჭიდაობაში გამართული რაჭის ღია პირველობა.

შეჯიბრი 2012-2013 წწ. და 2014-2015 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ოქროპირიძე (38 კგ; 2012-2013 წწ.), საბა ვართანიანი (68 კგ; 2012-2013 წწ.), ალექსანდრე ტლაშაძე (85 კგ; 2012-2013 წწ.), ბექა ბერიანიძე (23 კგ; 2014-2015 წწ.), დანიელ გალეგაშვილი (26 კგ; 2014-2015 წწ.), ანდრია გამხიტაშვილი (29 კგ; 2014-2015 წწ.) და აივაზ ემინოვი (32 კგ; 2014-2015 წწ.) გახდნენ.

მეორე ადგილზე დავით მუკნიაშვილი (38 კგ; 2012-2013 წწ.), გიორგი ქოქოევი (68 კგ; 2012-2013 წწ.)

ნიკოლოზ პატაშური (23 კგ; 2014-2015 წწ.), დაჩი კარელიძე (29 კგ; 2014-2015 წწ.) და თომა პაპიტაშვილი (32 კგ; 2014-2015 წწ.) გავიდნენ.

მესამე ადგილი კი ავთო მესროფაშვილის (58 კგ; 2012-2013 წწ.), ლუკა მექვაბიძის (58 კგ; 2012-2013 წწ.), ნიკოლოზ ბერიანიძის (26 კგ; 2014-2015 წწ.), გაბრიელ ჩინჩრიკის (+38 კგ; 2014-2015 წწ.) ანგარიშზეა.

ზემოაღნიშნული სკოლის სპორტსმენების გარდა, ტურნირზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმაც იასპარეზეს და სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი მედალია.

ჭიდაობაში 2012-2013 წლებში დაბადებულებს შორის პირველ ადგილზე ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) გავიდა. გიორგი ჭიღლაძემ (41 კგ.), გაბრიელ მაისურაძემ (44 კგ.) და ტატო ცხაოშვილმა (48 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

კვირის ამბები