
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 18 ნოემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად: ol -reg. naec. ge /register უნდა გაიარონ.
„ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
რაც შეეხება მსურველებს, რომლებსაც ცენტრის მხრიდან სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 18 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.