

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით, გორში ლიტერატურულ სალონ „ბანოვანის“ ხელმძღვანელის ლეილა ქავთარაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ, 19 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი