

2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 24 823-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 112 მლნ ლარი გაიცა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის ავრცელებს.
ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია.
რაც შეეხება აქტივებს, საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება