

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, დღეს, საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან.
20 და 21 ნოემბერს, 19:00 საათზე, მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „იღბლიანი“ იხილავს.
სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის.
სპექტაკლში მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი