

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება და პროექტის მიხედვით მოეწყობა: ბეტონის დეკორატიული ქვაფენილი, ბორდიურები, ფანჩატური, დეკორატიული ღობე, საბავშვო სივრცე, ატრაქციონები, დამონტაჟდება განათება.
რეკრეაციულ სკვერში მოეწყობა სპორტული სივრცეც, სადაც გარე მოხმარების სპორტული ინვენტარი განთავსდება.
შეგახსენებთ, პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლები, რომლის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა, გორის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება